top of page

ახალი ამბები

pirveli.jpg

Georgian Airways ბათუმიდან მოსკოვში ფრენებს იწყებს - ბიზნეს-კლასის ბილეთი 4 974 ლარი ეღირება, ეკონომის კი - 735 - როგორც ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ავიარეისები 25 ივნისიდან ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათსა და კვირას შესრულდება.

 

ავიაკომპანია თბილისი-ბათუმის ავიარეისების დაწყებასაც 25 ივნისიდან გეგმავს - ფრენები კვირაში ოთხჯერ განხორციელდება და ბილეთის ფასი 418 ლარიდან დაიწყება

mesame.jpg

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში დაამტკიცა - დოკუმენტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რომ მიზნობრივი სანქციები დაუწესდეთ ბიძინა ივანიშვილს, ქართული ოცნების ლიდერებს, მოსამართლეებს, პროკურორებსა და იმ პირებს, ვინც "საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე და არჩევნების გაყალბებაზე არიან პასუხისმგებელი"

 

🔻 დოკუმენტის მიხედვით, ევროპარლამენტი მიესალმება ეუთოს მიერ, 24 წევრი ქვეყნის ინიციატივით, „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას, რაც საქართველოში, ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესაფასებლად, ექსპერტთა მისიის გაგზავნის საშუალებას იძლევა.

 

🔻 დოკუმენტში ირაკლი ღარიბაშვილზე და მის დაპატიმრებაზეც არის საუბარი. ანგარიშის მიხედვით, არსებობს სერიოზული შეშფოთება - აკმაყოფილებს თუ არა სამართალწარმოება სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს

 

გარდა ამისა, დოკუმენტი გმობს "ოცნებასთან" დაკავშირებული მედიასაშუალებების როლს ევროკავშირისა და მისი წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმდინარე დეზინფორმაციაში.

იურიდიული მისამართი

საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, ვაჟა-ფშაველას

გამზირი, კვარტალი VII , კორპუსი 7, ბინა 52

ფაქტობრივი მისამართი

საქართველო, თბილისი, დ.აღმაშენებლის 191

© 2026 კონსერვატორები. ყველა უფლება დაცულია.

ელ-ფოსტა

conservativesgeo@gmail.com

ცხელი ხაზი

+995 591 75 31 30

bottom of page